დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

კონფიდენციალობა

კონფიდენციალობა

divider

კონფიდენციალურობის პირობები

1. მიზანი

ჩვენთვის მომხმარებლებზე ზრუნვა პრიორიტეტია, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კონფიდენციალურობის პოლიტიკას (შემდგომში - კონფიდენციალურობის პოლიტიკა). ვებგვერდზე (www.totoslavenders.ge) ვიზიტის დროს მოგიწოდებთ, გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

მომხმარებელი, რომელიც Toto's Lavenders-ს საკუთარი სურვილით მიაწვდის პერსონალური ხასიათის ინფორმაციას/მონაცემს, ის ავტომატურად აცხადებს თანხმობას და ანიჭებს უფლებამოსილებას Toto's Lavenders-ს გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შენახვისა და დამუშავების მიზნით.

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს Toto's Lavenders-ის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, Toto's Lavenders-ის მიზანია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა.

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა წარმოადგენს Toto's Lavenders-ის ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს, რომელიც არის ორმხრივი მავალდებულებელი დოკუმენტი.

პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას Toto's Lavenders-ის მიერ მიღებულ იქნება ისეთი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომლებიც სათანადოდ უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვას, მათ შორის, უნებართვო ან უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

2. ტერმინთა განმარტება

წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

  • ვებგვერდი - www.totoslavenders.ge
  • პერსონალური მონაცემი - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.
  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავება - ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით პერსონალურ მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება.
  • პერსონალურ მონაცემთა სუბიექტი (შემდგომში - მომხმარებელი) - ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებაც მუშავდება პერსონალური ხასიათის ინფორმაცია.
  • მომხმარებლის თანხმობა - წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება.
  • მესამე პირი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება.
  • პირდაპირი მარკეტინგი - ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მომხმარებლისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით.

3. თანხმობა

3.1. ვებგვერდით სარგებლობა უპირობოდ მიიჩნევა მომხმარებლის მიერ კონფიდენციალურობის პოლიტიკის და მის მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე თანხმობად. შესაბამისად, Toto's Lavenders-ს მომხმარებელი ანიჭებს უფლებას დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს მომხმარებლის მიერ Toto's Lavenders-ისთვის მიწოდებული პერსონალური ხასიათის ინფორმაცია.

3.2. აღნიშნული პერსონალური ხასიათის ინფორმაცია Toto's Lavenders-ის მიერ გამოყენებული იქნება მომსახურების გაწევის მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.

4. პერსონალური მონაცემთა დამუშავების საფუძვლები

4.1. Toto's Lavenders მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს, თუ:

4.1.1. არსებობს მომხმარებლის თანხმობა.

4.1.2. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება საჭიროა Toto's Lavenders-ის მიერ, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.

4.1.3. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად.

4.1.4. არსებობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა საფუძვლები.

5. მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი

5.1. Toto's Lavenders-ის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;

5.2. Toto's Lavenders-ის კანონისმიერი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება;

5.3. მომხმარებლის მიერ წაყენებული პრეტენზიების აღმოფხვრა;

5.4. მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე გამოვლენილი აქტივობების მონიტორინგი;

5.5. Toto's Lavenders-ზე განახლებული მონაცემების მომხმარებლებისათვის შეტყობინება;

5.6. მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;

5.7. მომხმარებლის მიერ უკუკავშირის დამყარება;

5.8. Toto's Lavenders-ის მიერ დანერგილი სიახლეების დატესტვა;

5.9. ვებგვერდზე ახალი პროდუქტებისა და სიახლეების დანერგვა;

5.10. მომხმარებლების იმ ჯგუფთა განსაზღვრა, რომელთათვის უნდა განხორციელდეს სიახლეების შეთავაზება;

5.11. Toto's Lavenders-ის მიერ მარკეტინგული და სხვა სახის აქტივობების განხორციელება;

5.12. მომხმარებლის მიერ განხორციელებული შესყიდვების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;

5.13. მომხმარებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე უფლებამოსილი მესამე პირისგან ინფორმაციის მიღება;

5.14. Toto's Lavenders-ის სისტემის არამართლზომიერი გამოყენების პრევენცია;

5.15. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის პრევენცია;

5.16. სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდება;

5.17. კანონიერი ინტერესების დაცვა;

5.18. Toto's Lavenders-ისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა ლეგიტიმური მიზანი.

6. მომხმარებლის უფლებამოსილება

6.1. მომხმარებელს უფლება აქვს Toto's Lavenders-ს წინამდებარე პირობებში მითითებულ ელ. ფოსტის მეშვეობით მოსთხოვოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

6.1.1. მომხმარებლის შესახებ რომელი პერსონალური მონაცემები მუშავდება Toto's Lavenders-ის მიერ;

6.1.2. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზანი;

6.1.3. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;

6.1.4. რა გზით შეგროვდა პერსონალური მონაცემები;

6.1.5. ვისზე გაიცა მომხმარებლის შესახებ პერსონალური მონაცემები, პერსონალურ მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი;

6.1.6. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ვადა.

6.2. მომხმარებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში Toto's Lavenders-ი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს პერსონალური მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

6.3. მომხმარებელი უფლებამოსილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს.

6.4. მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ Toto's Lavenders-ისათვის მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული პერსონალური მონაცემების განადგურება.

7. მომხმარებლის ვალდებულება

7.1. მომხმარებელი ვალდებულია Toto's Lavenders-ს მის შესახებ მიაწოდოს სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია შემდგომში მომსახურების მიღების მიზნით. აღნიშნული ვალდებულება ასევე ვრცელდება მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ცვლილებებზე.

8. ინფორმაციის დამუშავების კატეგორიები

8.1. მომსახურების გაწევისას მომხმარებელთან ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, დამუშავებული ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს ჩამოთვლილი კატეგორიის მონაცემებს მათი დამუშავების მიზნის პროპორციული მოცულობით:  

8.1.1. საიდენტიფიკაციო მონაცემები - სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების ადგილი, მისამართი (რეგისტრაციის და ფაქტობრივი), ეროვნება, ფოტოსურათი, ხელმოწერის ნიმუში და სხვა;

8.1.2. საკონტაქტო ინფორმაცია - მისამართი (იურიდიული და ფაქტობრივი), ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი და სხვა;

8.1.3. ფინანსური ინფორმაცია - ტრანზაქციებთან და ანგარიშებთან დაკავშირებული ინფორმაცია, გადახდების ან/და გადარიცხვების შესახებ (მათ შორის, სად და როდის განხორციელდა ესა თუ ის ტრანზაქცია);

8.1.4. სახელშეკრულებო ინფორმაცია - ინფორმაცია ჩვენს მიერ გაწეული მომსახურებისა და მოწოდებული პროდუქტების შესახებ;

8.1.5. ტექნოლოგიური მოწყობილობის შესახებ მონაცემები - IP მისამართი, მზა ჩანაწერები (cookies), IMEI კოდი, აპლიკაციის ლოგები, ქცევითი მონაცემები, ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ და სხვა;) 

8.1.6. ჩანაწერები - აუდიო ან/და ვიდეო ჩანაწერები;

8.1.7. კომუნიკაციისას მოპოვებული მონაცემები - ელექტრონული ფოსტით, სატელეფონო გზით, ჩათის, სოციალური მედიის ან სხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით მოპოვებული მონაცემები;

8.1.8. საჯარო მონაცემები - საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია.

8.1.9. Toto's Lavenders-ის მიერ შექმნილი მონაცემები - Toto's Lavenders-ის მიერ მომხმარებლის შესახებ მონაცემების ანალიზის შედეგად შექმნილი მონაცემები (მაგ. მონაცემები მომხმარებლის ქცევის, პრეფერენციების და ა.შ.); 

8.1.10. მონაცემები, რომელთა დამუშავების ვალდებულება Toto's Lavenders-ს გაააჩნია კანონმდებლობით - მონაცემები, რომელთა დამუშავებას ავალდებულებს კანონონმდებლობა (მაგ. იდენტიფიკაცია - ვერიფიკაცის) და ა.შ. 

8.1.11. მზა ჩანაწერები (Cookies) - ვცდილობთ ვებგვერდზე ყოფნისას მუდმივად გაგიუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი და გამოცდილება და დავიცვათ მომხმარებლის უსაფრთხოება. შესაბამისად, ვებგვერდითა და სხვა დისტანციური პლატფორმებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სარგებლობისას ვაგროვებთ ე.წ. მზა ჩანაწერებს მომხმარებლის შესახებ. მზა ჩანაწერები (cookies) გამოიყენება ვებგვერდითა და სხვა დისტანციური (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პლატფორმებით სარგებლობისას მომხმარებლის გამოცდილების პერსონალიზირების, გაუმჯობესების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით. კერძოდ, ნავიგაციის გამარტივების, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების, ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების, მომხმარებლის უსაფრთხო ავტორიზაციის, მარკეტინგის, ვებგვერდის დიზაინის ოპტიმიზაციისა და მომხმარებლისთვის უკეთესად ადაპტირების მიზნებით.  მზა ჩანაწერების მეშვეობით დგინდება ოპერაციული სისტემის ვერსიას, მოწყობილობის მოდელს და მოწყობილობის სხვა უნიკალურ იდენტიფიკატორებს, ვებგვერდებზე გატარებული დროის ხანგრძლივობას, გახსნილი გვერდების შესახებ ინფორმაციას, ონლაინ ნავიგაციის ისტორიას, ბრაუზერის შესახებ ინფორმაციას, ინფორმაციას იმ ქმედებების შესახებ, რომელიც ვებგვერდზე განხორციელდა, რა გეოლოკაციიდან განახორციელეთ წვდომა და რა ენაზე გაეცანით ინფორმაციას. ვცდილობთ გავიგოთ, თუ როგორ იყენებს მომხმარებელი ვებგვერდს.

9. ცვლილებები კონფიდენციალობის პოლიტიკაში

9.1. Toto's Lavenders-ი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეცვალოს წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკაკონფიდენციალობის პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება ვებგვერდზე და სხვა ისეთ ადგილებში, რომლებიც, Toto's Lavenders-ის აზრით, უზრუნველყოფს მომხმარებლის საქმის კურსში ყოფნას იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის ინფორმაცია შეგროვდება, როგორ იქნება გამოყენებული და რა დროს გამჟღავნდება იგი (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში). შეცვლილი კონფიდენციალობის პოლიტიკა ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. მომხმარებელის ვალდებულებაა, პერიოდულად შეამოწმოს კონფიდენციალობის პოლიტიკა.

10. პერსონალური ინფრომაციის შენახვის ვადა

10.1. პერსონალური მონაცემების შენახვის კონკრეტული ვადა არ არის განსაზღვრული. პერსონალური მონაცემების შენახვა ხდება მომხმარებლის მიერ მისი პროფილის გაუქმებამდე, მისივე მოთხოვნის საფუძველზე. 

10.2. თუ მომხმარებელს სურს პერსონალური მონაცემების წაშლა ან ცვლილება, სავალდებულოა რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელ-ფოსტიდან გააგზავნოს შესაბამისი მოთხოვნა - info@totoslavenders.ge-ზე. ამავე ელ-ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნით შესაძლებელია ნებისმიერი ინფორმაციის მიღება Toto's Lavenders-ის მიერ, თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალური მონაცემთა თაობაზე.

10.3. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად მომხმარებელი უფლებამოსილია მიიღოს მის შესახაბ დამუშავებული ყველა ზემოაღნიშნული პერსონალური მონაცემი.

ნებისმიერ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

ტელ: +995 (591) 961 961

ელ.ფოსტა: info@totoslavenders.ge

კონტაქტი