მიწოდების პოლიტიკა
· საკურიერო მომსახურება 100 ლარზე ზევით პროდუქციის შეძენისას თბილისის მასშტაბით უფასოა, ხოლო ამ თანხაზე ნაკლები შენაძენის შემთხვევაში - 6 ლარი.
· საკურიერო მომსახურება 150 ლარზე ზევით პროდუქციის შეძენისას რეგიონის მასშტაბით უფასოა, ხოლო ამ თანხაზე ნაკლები შენაძენის შემთხვევაში - 11 ლარი.
· შეკვეთის განთავსება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ხოლო მიწოდება ხორციელდება მხოლოდ სამუშაო დღეების განმავლობაში.
· შეკვეთის მიწოდება თბილისში ხორციელდება 1-2 სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო რეგიონებში 2-3 სამუშაო დღის განმავლობაში.
· შეკვეთის შეუფერხებლად მისაღებად აუცილებელია მომხმარებელმა ზედმიწევნით ზუსტად და სრულად შეავსოს ვებგვერდზე მოთხოვნილი ინფორმაცია.
· იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთის მიღებისას წარმოიქმნა გარკვეული შეფერხება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტაზე: info@totoslavenders.ge ან ტელეფონზე 591 961 961
გაითვალისწინეთ:
· არასრული მისამართის ან არასწორი საკონტაქტო ნომრის მითითების შემთხვევაში, ამანათი დაყოვნდება ჩვენს საწყობში და არ გამოიგზავნება მანამ, სანამ სრულყოფილ ინფორმაციას არ მოგვაწვდით. ასეთ შემთხვევაში, მოგივათ შეტყობინება მითითებულ ელ.ფოსტაზე ან დაგიკავშირდებიან მითითებულ საკონტაქტო ნომერზე.
· იმ შემთხვევაში თუ კურიერი ვერ დაგიკავშირდებათ შეკვეთაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე, აღნიშნული გამოიწვევს ამანათის შეყოვნებას.