ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები
ვებგვერდზე ვიზიტით, ავტორიზაციით ან/და რეგისტრაციით, თქვენ (შემდგომში მომხმარებელი) ავტომატურად ეთანხმებით ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებს (შემდგომში ხელშეკრულება), აგრეთვე კონფიდენციალურობის პირობებს (შემდგომში - კონფიდენციალურობის პოლიტიკა) და ყველა იმ დოკუმენტს, რომელიც პირდაპირ არის მითითებულია ან/და გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით წინამდებარე ხელშეკრულებას ან/და კონფიდენციალურობის პოლიტიკას, გთხოვთ შეწყვიტოთ ვებგვერდით სარგებლობა.
გახსოვდეთ, რომ ვებგვერდის ვიზიტი შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, თუმცა ვებგვერდზე რეგისტრაცია/ავტორიზაცია და შესაბამისად პროდუქციის/სერვისის შეძენა დაშვებულია მხოლოდ სრულწლოვანი (18 წლის ასაკს მიღწეული) პირებისათვის.
ტერმინთა განმარტება
ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
1. ვებგვერდზე სტუმრობით მომხმარებელი ადასტურებს რომ:
1.1. არის სრულწლოვანი 18 (თვრამეტი) წლის ასაკს მიღწეული ქმედუნარიანი პირი, რომელსაც შესწევს უნარი განკარგოს თავისი თანხები ვებგვერდზე განთავსებული პროდუქციის/სერვისის შესაძენად და აქვს ამის უფლება (ამ პუნქტის დაცვა არაა სავალდებულო, თუ ვებგვერდზე სტუმრობა არ არის დაკავშირებული პროდუქციის/სერვისის შეძანასთან ან ვებგვერდზე რეგისტრაციასთან);
1.2. მომხმარებელი გაეცნო ვებგვერდზე განთავსებულ ხელშეკრულებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას და სრულად ეთანხმება მას, შესაბამისად თანახმაა ვებგვერდზე განთავსებული საქონელი/მომსახურება შეიძინოს წინამდებარე ხელშეკრულების სრული დაცვით;
1.3. არ ხელყოფს მესაკუთრის საავტორო თუ მომიჯნავე უფლებებს, არ განახორციელებს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის სრულად ან რაიმე ნაწილის კოპირებას და გავრცელებას ნებისმიერი სახით და მიზნით მესაკუთრის თანხმობის გარეშე;
1.4. სრულად, სწორად და ზუსტად მიაწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას, რაც გათვალისწინებულია ვებგვერდზე რეგისტრაციისას, ასევე წარმოდგენილი პროდუქციის/სერვისის შესაძენად;
1.5. არ გაივლის რეგისტრაციას სხვისი სახელით, გვარით ან სხვა პერსონალური მონაცემის გამოყენებით, რომელიც შეიძლება იყოს: პირადი ნომერი, საკონტაქტო მობილურის ნომერი, მისამართი, ანგარიშის ნომერი ან/და სხვა მონაცემი;
1.6. მკაცრად დაიცავს პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას. არ გაუმჟღავნებს მესამე პირებს საკუთარი ანგარიშის პაროლს და ანგარიშის უსაფრთხოებისთვის საჭირო სხვა ინფორმაციას, რათა დაცული იყოს მომხმარებლის პირად ანგარიშზე არსებული აქტივი და სხვა ინფორმაცია;
1.7. არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას;
1.8. არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ვებგვერდის ან მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას ან/და უსაფრთხოებას;
1.9. არ გამოიყენებთ ვებგვერდს არასასურველი სპამის შესაქმნელად და მის გასავრცელებლად;
1.10. ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პუნქტების დარღვევის შემთხვევაში სრულად იღებს პასუხისმგებლობას დამდგარ ზიანზე, ასევე აცნობიერებს, რომ ასეთ შემთხვევაში ვებგვერდი არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლისთვის მოყენებული პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზიანის ანაზღაურებაზე;
1.11. ვებგვერდს ანიჭებს უფლებამოსილებას მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში და კონკრეტული მიზნით გაუმჟღავნოს და გადასცეს:
1.11.1. ვებგვერდთან აფილირებულ ნებისმიერ პირს და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;
1.11.2. ნებისმიერ სხვა პირს ან ორგანიზაციას მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში;
1.11.3. შესაბამის პირს ან ორგანოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაციის გაცემის ვალდებულების არსებობისას.
1.12. მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობა ან მისთვის ინფორმაციის გაზიარება მიიჩნევა მომხმარებლის მიერ ინფორმაციის გამჟღავენებასა და გადაცემაზე უპირობო თანხმობად;
2. პროდუქციის/სერვისის შეძენასთან დაკავშირებული პირობები:
2.1. გასაყიდად წარმოდგენილი პროდუქციის/სერვისის შესაძენად აუცილებელია მომხმარებელმა ვებგვერდზე გაიაროს რეგისტრაცია/ავტორიზაცია;
2.2. მოხმარებელი შესაძენ პროდუქტს/სერვისს შეარჩევს თავად. პროდუქტის/სერვისის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მომხმარებელს შეუძლია იხილოს ვებგვერდზე განთავსებული დამატებითი ინფორმაცია ან საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს ვებგვერდზე მითითებული საკონტაქტო ტელეფონი ან ელექტრონული ფოსტა;
2.3. პროდუქტის/სერვისის შერჩევის და შესაბამისი გადახდის წარმატებით განხორციელების შემდეგ, მესაკუთრე იღებს ვალდებულებას, რომ ვებგვერდზე არსებული მიწოდების წესებისა და პირობების შესაბამისად მომხმარებელს გაუგზავნოს პროდუქტი ან/და გაგიწიოთ შესაბამისი სერვისი;
2.4. დაზიანებული ან შეკვეთილისგან განსხვავებული პროდუქტის მიღებისას, მომხმარებელი უფლებამოსილია არ ჩაიბაროს აღნიშნული პროდუქტი და მოითხოვოს აღნიშნული პროდუქტის ახლით შეცვლა.
2.5. ნაყიდი პროდუქტის ჩაბარებიდან 24 საათის განმავლობაში საწარმო ან სხვა წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც არ არის გამოწვეული მომხმარებლის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედებით, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს პროდუქტის შეცვლა ახლით. ახალი პროდუქტის მომხმარებლისათვის გადაცემისთანავე იგი ვალდებულია წუნდებული პროდუქტი დაუბრუნოს მესაკუთრეს/კურიერს;
2.6. იმ შემთხვევაში თუ 24 საათის განმავლობაში მომხმარებელმა არ გამოთქვა პრეტენზია პროდუქციის საწარმოო ან სხვა წუნის შესახებ, პროდუქტი ითვლება უნაკლოდ და მომხმარებელი კარგავს მისი გამოცვლის ან რაიმე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, გარდა ისეთი ნაკლისა რომლის შემჩნევაც შეუძლებელი იყო აღნიშნულ ვადაში;
2.7. ვებგვერდი არ არის პასუხისმგებლები პროდუქციის ისეთ ნაკლზე, რომელიც წარმოიშვა პროდუქციის მომხმარებლისთვის გადაცემის შემდეგ და არ არის გამოწვეული საწარმოო წუნით;
2.8. იმ შემთხვევაში თუ პროდუქციის გამოცვლა, შეკეთება ან ზიანის სხვაგვარად აღმოფხვრა შეუძლებელია და ეს ზიანი გამოწვეულია ვებგვერდის მიერ ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო პროდუქციის მიწოდების ვალდებულების დარღვევით, მომხმარებელს უფლება გაქვთ აირჩიოთ იმავე ღირებულების სხვა პროდუქცია ან მოითხოვოს გადახდილი თანხის დაბრუნება;
2.9. მომხმარებელს უფლება აქვს გააუქმოს შეკვეთა მისი განხორციელების დღის 00.00 საათამდე. აღნიშნული დროის შემდეგ მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, იგი ვალდებულია სრულად დაფაროს ტრანსპორტირების საფასური (საკურიერო), ხოლო პროდუქციის მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე მიტანის შემდეგ შეკვეთის გაუქმება დაუშვებელია, მიუხედავად იმისა მოხმარებელმა ჩაიბარა თუ არა პროდუქცია;
2.10. იმ შემთხვევაში თუ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით მომხმარებელი აუქმებს შეკვეთას და სახეზეა ამ ხელშეკრულების გათვალისწინებული თანხის მომხმარებლისთვის დაბრუნების ვალდებულება, გამყიდველი გადახდილ თანხას უნაღდო ანგარიშსწორების წესით აბრუნებს შეკვეთის გაუქმებიდან / მომხმარებლის მოთხოვნიდან 48 საათის განმავლობაში (თუ ეს დრო ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ თანხის დაბრუნება მოხდება მომდევნო სამუშაო დღეს);
3. თანხის გადახდის წესი და პირობები:
3.1. მოხმარებლის მეირ თანხის გადახდა ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების წესით, რომელიც უნდა განხორციელდეს შეკვეთის განხორციელებისთანავე
4. შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებისას:
4.1. ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. ვებგვერდი ვერ გაგიწევთ იმ მომსახურებას, რომელიც ჩვენი აზრით ეწინააღმდეგება კანონს.
4.2. მოხმარებელს ეკრძალება ვებგვერდის არაკანონიერად გამოყენება, რაშიც შედის ჩვენს სისტემებში არასანქცირებული შესვლა, ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის არასათანადოდ გამოყენება ან სხვაგვარი ქმედება რამაც შეიძლება პირდაპირი ან ირიბი ზიანი მიაყენოს ვებგვერდის/მესაკუთრის კანონით დაცულ ინტერესებს.
5. კომუნიკაცია
5.1. ვებგვერდთან კომუნიკაცია შესაძლებელია ამ ხელშეკრულებაში ან/და ვებგვერდზე მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე;
5.2. ვებგვერდი უფლებამოსილია მოახდინოს ნებისმიერი მომხმარებლის მიერ განხორციელებული ზარის და საუბრის ჩაწერა, მომსახურების გაუმჯობესების და დახვეწის, კომერციული საქმიანობის, აგრეთვე ჩვენი კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით;
6. განცხადების წესი და პირობები
6.1. მომხმარებელს უფლება გაქვს წერილობით დააფიქსიროს განცხადება (პრეტენზია), ვებგვერდზე განხორციელებულ მოქმედებასთან დაკავშირებით. განცხადება შეიძლება იყოს ზოგადი ან კონკრეტული სახის და მიზნად ისახავდეს ვებგვერდისთვის ინფორაციის მიწოდებას დარღვეული ვალდებულების შესახებ ან ზოგად რჩევა-რეკომენდაციას.
6.2. განცხადება შეიძლება დაფიქსირდეს წერილობითი ფორმით ვებგვერდზე მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე შეტყობინების გაგზავნის გზით.
7. ვებგვერდის ხარვეზი
7.1. ვებგვერდის შენელებულ რეჟიმში მუშაობის, არასწორი ბმულების ან გრაფების გახსნის, ასევე გადარიცხვის წარუმატებლად განხორციელების ან სხვა სისტემური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ვებგვერდზე მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე დაკავშირება და იმოქმედოს მიღებული ინსტრუქციის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში ვებგვერდი არ აგებს პასუხს შესაძლო დამდგარ ზიანზე თუ ზარალზე;
8. დავების გადაწყვეტის წესი:
8.1. მხარეები თანხმდებიან, რომ ჩვენს შორის არსებული ყველა დავა უნდა გადაწყდეს ურთიერთმოლაპარაკების გზით;
8.2. მოლაპარაკების შეუძლებლობის შემთხვევაში დავას წყვეტს თბილისის საქალაქო სასამართლო, ქართული კანონმდებლობის საფუძველზე;