დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

 ლავანდის ეთერზეთი

არომა პროდუქტები

12.00n

5 მლ

საუკეთესოა რელაქსაციისა და სიმშვიდისთვის

ლავანდის ზეთი ასობით წლის განმავლობაში გამოიყენებოდა როგორც:

ანტისეპტიკი, დამწვრობის სამკურნალო საშუალება, როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი,  მწერების საწინააღმდეგო და ასევე როგორც დამამშვიდებელი საშუალება.

ლავანდის ზეთი, როგორც არომატიზატორი გამოიყენება ათასობით კოსმეტიკურ პროდუქტში. ესენია ლოსიონები, მასაჟის ზეთები, პარფიუმერია და საპნები.

როგორ გამოვიყენოთ:

  • ჩაასხით რამოდენიმე წვეთი აბაზანის მიღებისას, ასევე მანიკურის ან პედიკურის წყალში გასაზავებლად;
  • დაამატეთ რამოდენიმე წვეთი მასაჟის ზეთში;
  • ჩააწვეთეთ ჰაერის დიფუზორში და ოთახს აავსებს ლავანდის სასიამოვნო სურნელით;
  • გამოიყენეთ რამოდენიმე წვეთი თავის ტკივილის შესამსუბუქებელი კომპრესის გაკეთების დროს;
  • რამოდენიმე წვეთი გააზავეთ წყალთან და გამოიყენეთ მზის დამწვრობის დასაამებლად;
  • დაამატეთ სადეზინფექციო საშუალებებში;
  • ასევე შეგიძლიათ როგორც არომატიზატორი დაამატოთ თქვენს კოსმეტიკურ საშუალებებში;
  • და სხვა...

გაითვალისწინეთ, თუ გაქვთ ალერგია ლავანდაზე, შესაძლოა ალერგიული რეაქცია გქონდეთ კანზე მოხვედრისას.

გამოიჩინეთ სიფრთხილე!

 



wishlistსურვილების სიაში დამატება