მზადდება მცენარის გამომშრალი ყვავილისაგან.
როგორ გამოვიყენოთ:
- არაჩვეულებრივია მშვიდი ძილისთვის, ზოგადად რელაქსაციისთვის და საკმაოდ ეფექტური საშუალებაა უძილობის (ინსომნიას) პრობლემების დროს. განათავსეთ ის თქვენს საწოლთან, ბალიშთან ახლოს.
- განათავსეთ გარდერობებსა და ტანსაცმლის კარადებში, როგორც სასიამოვნო სურნელისთვის, ასევე ჩრჩილის საწინააღმდეგოდ.
- ჩააწყვეთ ფეხსაცმელებში არასასიამოვნო სუნის გასაყვანად.
- გამოიყენება როგორც ბუნებრივი არომატიზატორი, როდესაც მომხმარებელს არ სურს სინთეტიკური არომატიზატორების გამოყენება.
- გამოიყენეთ როგორც აბაზანის სარელაქსაციო დანამატი
- და სხვა...
იმისათვის, რომ გაააქტიუროთ საშეს სურნელი, მსუბუქად ხელით მოსრისეთ იგი.
გაითვალისწინეთ, თუ გაქვთ ალერგია ლავანდაზე, შესაძლოა ალერგიული რეაქცია გქონდეთ კანზე მოხვედრისას. გამოიჩინეთ სიფრთხილე!