ტოტოს ლავანდების შექმნის ინსპირაცია მოდის საფრანგეთიდან და ბრიტანეთიდან, სადაც მრავლად არის გაშენებული ლავანდის ბაღები. 2020 წელს ევროპიდან შემოვიტანეთ ბრიტანუილი ჯიშის ლავანდა, რომლის გაშენებაც დავიწყეთ საგურამოსთან ახლოს ეკო-ზონაში. 2022 წლის ბოლოდან ვაწარმოებთ ლავანდის ეთერზეთს და სხვადასხვა არომაპროდუქტებს და მოვლის საშუალებებს, როგორიცაა ლავანდის ეთერზეთი, ლავანდის ჰიდროლატი, სურნელოვანი საშეები, თვალის ბალიშები, აბაზანის მინერალური მარილები, მასაჟის ზეთი, სურნელოვანი სანთელი, დამამშვიდებელი როლერი, რომელიც საუკეთესო საშუალებაა რელაქსაციისთვის და ძილის პრობლემების დროს, ასევე სხეულის დამატენიანებელი სკრაბი და სხვადასხვა აქსესუეარები. ჩვენი პროდუქტები მზადდება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციისგან და არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს. ამას გარდა, ჩვენი ერთ-ერთი მიმართულებაა ლავანდის ნერგების წარმოება. 2023 წლიდან დავიწყეთ ადგილზე ვიზოტორების მიღება. მომხმარებელებს ადგილზე ხვდებათ მაღაზია-სახელოსნო, სადაც მზადდება ლავანდის პროდუქცია და აქვთ საშუალება შეიძინონ ჩვენი წარმოებული პროდუქტები, ნერგები და გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები ლავანდის ბაღში. ტოტოს ლავანდების შექმნის მიზანი თავიდანვე იყო არომაპროდუქტების წარმოების დანერგვა ადგილობრივ ბაზარზე და განსხვავებული სანახაობრივი ადგილის შექმნა, როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი ტურისტების მოსაზიდად.